ნიკა მელია - თამარ ჟვანიას არ უნდა ეპატიოს -თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამი დღით, ის აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში

თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი, უკიდურესად მოღალატეობრივი და მას არ უნდა ეპატიოს. ის თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამი დღით, უნდა მოხვდეს საპატიმროში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მელიას თქმით, ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, რომ ამომრჩევლების ხმა ნაგვის ურნაში გადაყაროს. მან ასევე აღნიშნა, რომ რეჟიმს აქვს ორი არჩევანი, „ის ან დამარცხდება და მტკივნეულად დაენარცხება, ან მშვიდობიანად ჩაბარდება ქვეყნის მოსახლეობას.

„ხალხი ღელავს, ხალხი ვაპროტესტებთ არა მარტო რუსთაველის გამზირზე, ბათუმშიც, სადაც მერამდენე დღეა უკვე ათენებენ და აღამებენ, ასევე სხვადასხვა ქალაქში და ამ ფონზე, თამარ ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა და გაფორმდა გაყალბებული, არშემდგარი არჩევნები, ბედავს და ამბობს, - „არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო“. ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. გონს მოეგეთ ქალბატონო ჟვანია! არასდროს არ მისურვებია არავისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, პატიმრობისთვის, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი, უკიდურესად მოღალატეობრივი და მას არ უნდა ეპატიოს, ის თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამი დღით, აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში იმიტომ, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაბედოს, თქვენ რომ ხმას მისცემთ, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ, ჩვენში არის ძალა და ეს ძალა არის სულ უფრო და უფრო მზარდი, პროტესტი სულ უფრო და უფრო მძაფრი გახდება. ორი არჩევანი აქვს რეჟიმს, ან ის ძალიან მტკივნეულად მარცხდება და დაენარცხება ძირს, ან მშვიდობიანად ჩაბარდება ქვეყნის მოსახლეობას, არ არსებობს მეტი ალტერნატივა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, რამდენჯერაც არ უნდა გააყალბოს ხელისუფლებამ არჩევნები, ხალხი არ ყალბდება, ის განაგრძოს რუსთაველის გამზირზე გაპროტესტებას.

„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა და ეს ერთი ხმა ბევრს წაგვართვეს, ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე. ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე იქ, სადაც გამოიჭედა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რამდენიც არ უნდა დაგვშალონ, კვლავ შევიკრიბებით, რამდენჯერაც არ უნდა ეცადონ შეშინებას, უფრო გაძლიერებულები გამოვდივართ, რამდენჯერაც არ უნდა ეცადონ გაყალბებას, ჩვენ არ ვყალბდებით, ყალბდება ფურცელზე არჩევნების შედეგები, მაგრამ ხალხი არ ყალბდება, ხალხი რუსთაველის გამზირზე იდგება მანამ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო: თამარ ჟვანიას არ უნდა ეპატიოს, ის უნდა მოხვდეს საპატიმროში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო