მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილმა 31ოქტომბრის არჩევნებით ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული, ამას არავინ დათმობს!

მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას, მე ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ მომიყვანა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხმების მოპარვას არავინ დათმობს.

„დიდი მადლობა, რომ ამ ძალიან რთულ პირობებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ერთად რომ ვართ. აქ როცა მოვდიოდი, ერთი ჩემი უბნელი, კარგი კაცი - ტაქის მძღოლი შემხვდა და ერთი ფრაზა მითხრა: ნახევარი საქართველო ადამიანებად არ მივაჩნივართ „ოცნებას“ და ბიძინასო. „ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის. მან თავისი უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფახაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ რეგიონალური ლიდერები გავხმდარიყავით. მან იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ ოდიოზური მოსამართლეებით, იმ ოდიოზური პროკურორებით, რომლებიც 2 კმ-ში არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებულები. მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად - წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავეო. მან 31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის - ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს. აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს