გიგი უგულავა - ჩვენ ვიკრიბებით, ჩვენ გვებრძვიან, ჩვენ თავს გვესხმიან, ჩვენ გვაპატიმრებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები!

ჩვენ ვიკრიბებით, ჩვენ გვებრძვიან, ჩვენ თავს გვესხმიან, ჩვენ გვაპატიმრებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროსტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უგულავას თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„დღეს 14 ნოემბერია და ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოში ბოლომდე დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა „ოცნება“, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ ყველანი გავხდით იმ არნახული და გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც მონა დაჩი ბერაიამ და ვითომ ხუნდაძემ ხუნდები აიყარა და გვითხრა, რომ პროპორციული თურმე ზღაპარი ყოფილა, თურმე თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა და თურმე ჩვენ არაფერს არ დაგვპირებიან, თურმე ხალხს გავრილოვი მოელანდა აქ. იმის მერე ჩვენ ერთი წელიწადია არ ვნებდებით, მოვდივართ, ვიკრიბებით აქ და ვეუბნებით - „ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ“. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს და მერე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, ვინ მართოს, ვინ იყოს ოპოზიციაში, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს და სად უნდა იყოს და ეს მომენტი დადგა მეგობრებო! ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, თუ რა არის ჩვენი გეგმა. გეგმა მარტივია, გეგმა არის გამძლეობა“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვიკრიბებით, ჩვენ გვებრძვიან, ჩვენ თავს გვესხმიან, ჩვენ გვაპატიმრებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები!

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს