კახა კალაძე - სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია!

„ერთი რამ მინდა ვთქვა, სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ პოლიტიკური წარსული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სიტყვის თავისუფლება საქართველოში უმაღლეს დონეზეა, თუმცა „ვინც კანონს გაცდება, ამას შესაბამისი სამსახურებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის აყვანილი უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედავს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ვინც კანონს გაცდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახხელმწიფო და არავის არ ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები. შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ პოლიტიკური წარსული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მსმენელის კითხვას უპასუხა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო