მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით იმ გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც გაახმოვანეს ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას, თუმცა ყველა განცხადება, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გააკეთეს და ამავდროულად, არის სახელმწიფოებრივი და ჯდება ქვეყნის ინტერესებში, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა გადავიდეს ამ რადიკალური მოთხოვნებიდან და რადიკალური, დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. ეს იქნება მათი მხირდან პასუხისმგებლიანი საქციელი იმისათვის, რომ დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და ამაზე შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი შეფასება გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმაც“, - განაცადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა