ნიკა მელია - საერთოდ საქმის კურსშია კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური გვესაუბროს, მის სიტყვას  ნული ფასი აქვს

„არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის,“ - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კახა კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა ძალაში რჩება - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

"საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური ადამიანი გვესაუბროს. მის სიტყვას აქვს ნული ფასი. არ ვაპირებ კალაძის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი ვაკეთო. ადამიანი არ არის საერთოდ იმ პოზიციაში, რომ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, კარგად იცით, რა არის ჩვენი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, ცესკოს დაკომპლექტება იმგვარად, რომ ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები. არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებას უპირისპირდებოდა. ბატონი კალაძე აქციის დარბევის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს ერთვებოდა მილანიდან და აკრიტიკებდა მაშინდელ ოპოზიციას და საზოგადოებას, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. ახლა ეს ადამიანი არის რეჟიმის წარმომადგენელი და აკეთებს იგივეს, ოღონდ უკვე სხვა ამპლუით. ეს ბატონი არაფერს წარმოადგენს",- განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა