მამუკა მდინარაძე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ოპოზიციისთვის  მკაფიო გზავნილია, რომ ისინი მეორე ტურისთვის უნდა მოემზადონ

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ოპოზიციისთვის მკაფიო გზავნილია, რომ ისინი მეორე ტურისთვის უნდა მოემზადონ და პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში.

როგორც მდინარაძე განმარტავს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას.

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი, ცალსახა შეფასება გაკეთდა, საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით და განცხადებით მნიშვნელოვანია, პროცესი კვალავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს.

ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ასევე საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელს მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, რისთვისაც ბუნებრივია დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ და მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს დღეს”, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა