ნიკა მელია - გრიგოლ ვაშაძე პარტიის წევრად, რა თქმა უნდა, რჩება

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე პარტიის წევრად, „რა თქმა უნდა, რჩება”. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რჩება თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიის წევრად, გამომდინარე იქიდან, რომ „მიხეილ სააკაშვილმა ვაშაძე ლიდერებს შორის აღარ მოიხსენია”.

მელიას თქმით, საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და არა ერთ ან ორ ლიდერს.

„ნუ ეძებთ იმ საკითხებს, რომელიც არ არსებობს და მოხსნილია. ერთი და ორი ლიდერი და პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არაფერ შუაში აღარაა. სახალხო პროტესტია, ეროვნული პროტესტია, ეროვნული ინტერესი დევს სასწორზე. ამ ქვეყანაში გვინდა, რომ გვქონდეს არჩევნები, თუ არ გვინდა?!

ჩვენ მარტო ჩვენს ხმებს კი არ ვითვლით?! ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. შეუძლებელია სახელმწიფოდ შევდგეთ, ჩვენ თუ არ გვექნება შესაძლებლობა რომ ვატაროთ არჩევნები”,- განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა