„ლელოს“ განცხადებით, თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ოფიციალურად არც „ლელოს“ წევრია და არც პარტიის მხარდამჭერი

„ლელო საქართველოსთვის“ განცხადებით, თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ნიკა ნარიმანიძე ოფიციალურად არც „ლელოს“ წევრია და არც პარტიის მხარდამჭერი.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარკვეული ჯგუფები ბრალდებულის მათ პარტიასთან დაკავშირებას ცდილობენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ლელო“ მწუხარებას გამოთქვამს თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო. იმედს ვიტოვებთ, რომ დანაშაული სწრაფად იქნება გამოძიებული სამართალდამცველების მიერ და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

ნიკა ნარიმანიძე პარტია „ლელოს“ არც წევრთა, არც მხარდამჭერთა სიებში ოფიციალურად არ ირიცხება. ეს პირი “ლელოს” პარტიულ საქმიანობაში უშუალოდ არ ყოფილა ჩართული.

გარკვეული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ, დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი „ლელოსთან“ დააკავშირონ, თუმცა, ეს ინფორმაცია ტყუილია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა ნარიმანიძეს რაიმე ოფიციალური მიმართება „ლელოსთან“ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლელოს“ ხელთარსებული ინფორმაციით, ნიკა ნარიმანიძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში, მათ შორის, ჩართული იყო პროფკავშირების და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქტივობებში, სადაც „ლელოს“ აქტივისტებიც იღებდნენ მონაწილეობას”, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა