„ევროპული საქართველო" საქალაქო სამართლოში ცესკო-ს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

„ევროპული საქართველო" თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაიწერა შემაჯამებელი ოქმი და ოფიციალურად დაინიშნა არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, საარჩევნო დავების განხილვისას, „ჩვენ მორიგ ჯერზე ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აბსურდულობა“.

მისი თქმით, ნონსენსია, როდესაც საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა ჯერ არ გასულა, ცესკომ კი უკვე შეაჯამა შედეგები.

„საარჩევნო დავების განხილვისას, ჩვენ მორიგ ჯერზე ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აბსურდულობა მათი მოქმედების. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ნონსენსია, როდესაც სასამართლოში გასაჩივრების ვადა საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ჯერ არ გასულა და ცესკომ უკვე შეაჯამა შედეგები. მაშინ რაღაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ, მიღებულმა გადაწყვეტილებამ როგორ შეიძლება ასახვა ჰპოვოს ცესკოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. სარჩელების დიდი ნაწილი დატოვა განუხილველი, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის და არგუმენტის უქონლობის პირობებში. პოლიტიკურად, მეორეს მხრივ, ვხედავთ მიმდინარეობ მოლაპარაკების პროცესი, გვარწმუნებენ „ქართული ოცნების" მარიონეტები, რომ გარკვეული ტიპის გონივრულ განხილვაში მონაწილეობენ, თუმცა, სპობენ შესაძლებლობას სამართლებრივი გზებით მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი დაუახლოვდეს ამომრჩევლის ნებას. ამას ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში“, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები ცესკომ არ დააკმაყოფილა.

ცესკოს სხდომამ, რომელზეც ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილებოდა, ხმაურით ჩაიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა