გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებაზე - ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი „კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია

ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი „კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს.

ბოკერიას განმარტებით, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში. ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ საჭიროა სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება.

„ხომ გახსოვთ ამბობდნენ, „არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა და წერტილი“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს, რადგან მომავალში ქვეყნისთვის სხვა გზა არ არსებობს.

„ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი „კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია. ჯერ იძახდა, რომ პროპორციული დიდი მონაპოვარიაო. მერე, როცა ივანიშვილმა საზოგადოების მთლიანად გადაგდება სცადა იძახდა, რომ ეს საერთოდ ქვეყანას დაანგრევს და ამიტომ, სწორია, რომ ჩავაგდეთო და მერე, ისევ შეცვალა. ასე რომ მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ მომენტში ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ ასე გაგრძელებას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამას ვერ შეეგუება საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის მთავარი წესი არის - მთავრობაში შეიძლება იყოს ის, ვისაც აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა