ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძის განცხადებაზე - ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია

ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია,- ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. რაც შეეხება კალაძის კიდევ ერთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე, უდუმაშვილის თქმით, “არჩევნები იმდენადაა გაყალბებული”, რომ უბნების ხელახალი გადათვლა რეალური შედეგების მომცემი არაა.

“უბნების ხელახალი გადათვლა არ მოგვცემს რეალურ შედეგს. იმდენადაა გაყალბებული არჩევნები, რომ ვერავითარი უბნის გადათვლა ვერ მოგვცემს შედეგს. როგორ დავთვალო „კარუსელი“, ვინ რამდენი ბიულეტენი ჩაყარა „კარუსელის“ დროს. როგორ დავთვალო უბნიდან გამოტანილი და მოპარული ბიულეტენი? როგორ დავთვალო მე ნაყიდი პირადობის მოწმობები, რომლის მიხედვითაც ხალხი ვერ მიდიოდა არჩევნებზე, ამას ხომ ვერ დათვლი უბნებზე, ამ ტოტალურ გაყალბებას. მარტო ცესკო ხომ არ არის. იქ იყო სუს-ი, შსს, კრიმინალია ჩართული, ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ დათვლი. გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღამასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. მისივე თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა