პერუში საპროტესტო აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

პერუს დედაქალაქ ლიმაში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პოლიციელებმა დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

პროტესტი ქვეყნის კონგრესის მიერ პრეზიდენტ მარტინ ვიზკარასთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოჰყვა. მას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, რასაც ვიზკარა უარყოფს. მისი გადაყენების შემდეგ ახალ პრეზიდენტად მანუელ მერინო აირჩიეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. აქტივისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანას ღრმა კრიზისში შეიყვანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო