აზერბაიჯანი რუსეთიდან ელჩის გაწვევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ თემაზე გავრცელდა, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“ , - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ დიპლომატების დანიშნვა და გაწვევა სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაა.

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავრცელდა ელჩის განცხადების ფონზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ გააკეთა.

მან განაცხადა: „ომში ყველაფერი ხდება“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქო მსგავს განცხადებებს მიიჩნევს უადგილოდ.

ფოლად ბულბულოღლის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მკაცრად გააკრიტიკეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა