16 ნოემბერს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ხვალ, 16 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, წელს პირველად, მოსწავლეებს საშუალება აქვთ დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის პირველ ტურში. ამისათვის მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსებული ბმული უნდა გამოიყენონ შესაბამისი განრიგის მიხედვით.

სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა.

„მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო ინფორმაცია იმის თაობაზე, შეძლო თუ არა მან მეორე ტურში გადასვლა (მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე 1000 მოსწავლეს შორის), მიეწოდებათ სკოლებს სპეციალური პროგრამის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა