არასამთავრობო ორგანიზაციები "ნამახვანი ჰესის" წინააღმდეგ აქციაზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნამახვანი ჰესების" კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმიანება.

განცხადების ავტორები მედიას საკითხით უფრო აქტიური დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, ასევე მიმართავენ სასამართლოს, რომ უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვა, რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

„2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ; უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე; სასამართლოს: უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვა, რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს: აქტიურად დაინტერესდნენ ნამახვანის ჰესის პროექტის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით და გამოიყენოთ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების მხარდაჭერისა და ნამახვანის ჰესის მშენებლობის პრობლემურობის დღის წესრიგში დაყენების მიზნით; განცხადება სრულად შეგიძლიათ იხ. ბმულზე: https://bit.ly/38GL05f,“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს