„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრაზე საუბარი იყო საორგანიზაციო საკითხებზე.

„ვიმსჯელეთ, აზრი არის საერთო, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს აქცია, რომელიც დაანახებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ქართველი ხალხის პროტესტს, ვისაუბრეთ სხვა ტექნიკურ საკითხებზეც, სამართლებრივ საკითხებზეც. გრძელდება კოორდინირებული მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები ხელისუფლებას არ შერჩეს და მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები, საპროტესტო აქციები კვლავინდებურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეხვედრას მართავდნენ.

იხილეთ ვიდეო: "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა