სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფაშინიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ, რასაც ადვოკატი სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მედიის ინფორმაციით, ვანეციანი გასული ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავეს. ბოლოს ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს, რის შემდეგაც დააკავეს. ის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

არტურ ვანეციანი ეროვნული უშიშროების სამსახურს 2018 წელს ხელმძღვანელობდა.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს