გიგა ბოკერია მაიკ პომპეოს ვიზიტზე - კარგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო მედიას სახიფათო ვითარება ვაჩვენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებული აქციის დეტალები შეთანხმდა.

“როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, უნდა იყოს აქცია - ჯერ ერთი, ამ კარგი ამბის აღსანიშნავად. ის, რომ საქართველო მთავარი პარტნიორების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, ამ თვალსაზრისით სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან კარგი ამბავია. მეორე მხრივ, ყველა ამგვარი მოვლენა კარგი შესაძლებლობაა, მათ შორის საერთაშორისო მედიას დღევანდელი სახიფათო ვითარება ვაჩვენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას გამართავს.

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო