მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი მაია სანდუ ლიდერობს

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაია სანდუმ არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი -43%.

ცესკო-ს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99%.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1 % მიიღო, იგორ დოდონმა კი - 32.6 %.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ სანდუ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მოქმედი პრეზიდენტი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა