აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 დღეში 1 მილიონით გაიზარდა და 11 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში პანდემიის გავრცელების ტემპი დაჩქარდა. კერძოდ, ინფიცირებულების რაოდენობა 10-დან 11 მილიონამდე 8 დღეში გაიზარდა, შემთხვევების 9-დან 10 მილიონამდე გაზრდას 10 დღე დასჭირდა, 8 მილიონიდან 9 მილიონამდე კი ინფიცირებულების რიცხვმა 16 დღეში მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ში ყოველდღიურად, საშუალოდ, დაინფიცირების 144 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, დაღუპულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად 1 120-ით იზრდებოდა.

Reuters-ი წერს, რომ მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 54 მილიონზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 20% აშშ-ზე მოდის, ქვეყანაში ვირუსის დაღუპულთა რაოდენობა კი მსოფლიოში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების დაახლოებით 19%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა