არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი - შუშის შემოგარენიდან 150-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გაიტანეს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის ინფორმაციით, ქალაქ შუშის შემოგარენიდან 150-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გაიტანეს.

მისივე თქმით, ასობით სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჯერ კიდევ ბრძოლის ველზეა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ნაწილისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით, ცოცხალი ძალისა და ტერიტორიების ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ“, - წერს არაიკ არუთუნიანი.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, კონფლიქტის მხარეებს შორის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასაც ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა