16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, გიორგი კალანდიას პროექტ „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველი ტომი გამოვიდა

16 ნოემბრიდან მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველი ტომის შეძენა შეუძლია.

წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად 15.00 ლარი.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. 12-ტომეული მკითხველს გააცნობს ინფორმაციას ქართველების კვალის შესახებ, რომელიც მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში დატოვეს და რომელზეც აქამდე არ გვსმენია.

წიგნ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გამ­დიდ­რე­ბუ­ლია უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით.

„ერთი გამოცემა, რომელშიც, შეგიძლია, თვალი გაადევნო ქართველების როლს და ღვაწლს მსოფლიო ისტორიაში, ასეთი რამ აქამდე არ არსებობდა. არის უხვად ილუსტრირებული. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ვიზუალური მეხსიერება ყოფილიყო წიგნში მრავლად წარმოდგენილი. ამას წლების განმავლობაში ვაგროვებდი“, - ამბობს გიორგი კალანდია.

გამოცემის პირველი ტომი მოიცავს ისტორიას საფრანგეთში, ინგლისსა და ბულგარეთში მოღვაწე ქართველების შესახებ.

წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო