პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის პიესების კონკურსი გამოცხადდა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ პიესების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსის მიზანს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი, დრამატურგების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

“პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კონფიდენციალური ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 2020 წლის 17 დეკემბერს გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 2 600 ლარის ოდენობით.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა 2020 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულადაა შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: writershousegeo@gmail.com დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://writershouse.ge/geo/new/1518“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა