სომხეთში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 25 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 117 886-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში "კოვიდ-19"-ს კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 788-ს მიაღწია.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 40 233 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა