ბექა დავითულიანი - ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს

„ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვის უკან მყოფი პირი მკაცრად დაისჯება. აღნიშნულის შესახებ დავითულიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა