ფიქრია ჩიხრაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი

მესმის, „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპიზიციის ერთობას წინაღობას, ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს, რომ ეს მათ ერთიანობაში განხეთქილებას ვერ შემოიტანს. ჩიხრაძის განმარტებით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.

„მე მგონი, განხეთქილებას ეს ვერ შემოიტანს. გუშინ, ბათუმში, როდესაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დატოვეს აქცია, „ლელოს" ოფისში იყო სრულიად ოპიზიციური სპექტრის შეკრება, მათ შორის შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკანა პლანზე გადავწიოთ ის, რაც შეიძლება ერთიანობას რაღაც უხერხულობას უქმნიდეს და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს. მე მესმის, „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი. ოპოზიციის ერთიანი დღის წესრიგი გახლავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკეთესი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ამაში ყველა ერთიანი ვართ. როდესაც ერთობლივი აქციები ტარდება ასეთ დროს ჯობია, რომ წინა პლანზე წამოწეული იყოს გამაერთიანებელი იდეები და არ იყოს ვიწროპარტიული იდეები რაოდენ დიდ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს ეს. მესმის, „ნაციონალური მოძრაობა" არის მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ მას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, მაგრამ პროტესტში ჩვენ ვართ თითო პარტიის წარმომადგენლები და შესაბამისად, მეტად უნდა გავითვალიწინოთ ერთმანეთის ინტერესები", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა