ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელიას ოფისის დაწვა ძალიან საგანგაშო სიგნალია

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ნიკა მელიას შტაბში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “ძალიან საგანგაშო სიგნალია”.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ აღნიშნული საქმე სწრაფად გამოიძიონ.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ახალი ამბით, რომელიც ეხება ნიკა მელიას ოფისის დაწვას. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს, მაგრამ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ამბის გამოძიება”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო