ფიქრია ჩიხრაძე მოითხოვს, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვა საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გამოიძიონ

"ლელო საქართველოსთვის" წევრი ფიქრია ჩიხრაძე მოითხოვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის ნიკა მელიას გლდანის საარჩევნო შტაბის დაწვა საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გამოიძიონ. როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ კრიმინალი მოძალებულია.

"თუ ვინმე იტყვის იმას, რომ "კომენდანტის საათის“ პირობებში ისევ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა რამე, ეს იქნება სრული აბსურდი. თუ ასეთ რამეს იტყვიან, მაშინ ამის დამადასტურებელი საგამოძიებო ფაქტებიც უნდა დადონ, თუ არადა, უნდა დადონ გამოძიების ფაქტები ვინ ჩაიდინა ეს, ვინ უწყობს ხელს საქართველოში დესტაბილიზაციას და არეულობას, იმისათვის, რომ ვიღაცებმა თავიანთი სკამები შეინარჩუნონ. ნიკა მელიამ საკმაოდ შთამბეჭდავი მხარდაჭერა მიიღო, მან პირველივე ტურში აშკარად გაიმარჯვა და დღეს ვიღაცას უნდა არათუ ეს გამარჯვება წაართვას, არამედ ზოგადად, ბრძოლის მეთოდებზე ხელი ააღებინოს. ეს ასე არ გამოვა, ნამდვილად ",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გლდანის მესამე მიკრორაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა