გია ხუხაშვილი - სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება, შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა არასერიოზულია

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება და შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა და რეაგირება არასერიოზულია, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ დისკუსიას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი პოლიტიკის მიღმაა და ამ სიტუაციით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე პოლემიკა ოპოზიციაში, ჩემთვის, სრულიად ლოგიკას მოკლებული და გაუგებარია. თვითონ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს ამ ვითარებაში ჩამოსვლას და აბსოლუტურად გაუგებარი და თითიდან გამოწოვილი თემაა. შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ქვეყანაში არაფერი არ გამოვა, მაგრამ ამ მოსაზრებამ რატომ უნდა გამოიწვიოს პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად გაუგებარია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად გაუგებარია და ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებლობს არის ხელისუფლება, რატომ არ ესმით ეს მათ?! იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაგნო, პოლიტიკის მიღმა დისკუსიაა და რეალურ პოლიტიკურ პროცესთან ამას რა კავშირი აქვს, გაუგებარია. პოლიტიკური პროცესი დღეს მიმდინარეობს იმის ირგვლივ - რა არჩევნები ჩავატარეთ და არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური?! რა კავშირშია ამასთან მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა?! მიხეილ სააკაშვილი „თემატური თანამშრომლობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს - ვერ გაქრება და შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა და რეაგირება არასერიოზულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს