„ერთიანი საქართველოს“ წევრი - იმდენად მყარი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, ვერც კი წარმომიდგენია როგორ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ ჩვენი სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლო „ერთიანი საქართველოს” მიერ 10 საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმისა და ცესკოს პროპორციული შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ,,ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა ცესკოში, ირაკლი ჭყოიძემ განაცხადა, ცესკოს მხრიდან პროპორციული შემაჯამებელი ოქმის დაწერა იყო ყოვლად უკანანო ქმედება, რადგან საარჩევნო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ დაელოდა და პირდაპირ დაწერა შემაჯამებელი ოქმი.

„ჩვენ გავასაჩივრეთ პროპორციული შემაჯამებელი ოქმი, რომელიც გუშინწინ დაწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს იყო ყოვლად უკანანო ქმედება იმიტომ, რომ 196-ე მუხლის, მე-13 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ცესკოს, რომ შეჯამების ოქმი მიიღოს საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ცესკო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და პირდაპირ დაწერა შემაჯამებელი ოქმი.

ჩვენ იმდენად მყარი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ხელში, ვერც კი წარმომიდგენია როგორ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ ჩვენი სარჩელი და არ გააბათილოს ეს შემაჯამებელი ოქმი. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო კანონით კი არა პირდაპირ ივანიშვილის დავალებით ხელმძღვანელობს. მოსამართლეს შეუძლია აირჩიოს თავისი კომპეტენცია და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, ან დაემორჩილოს ბრძანებას. ჩვენ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა თამარ ჟვანია, რომ არ გაეკეთებინა ეს, თუმცა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ არც ერთი საჩივრის განხილვას არ აპირებდა ამ სხდომაზე”, - აღნიშნა ირაკლი ჭყოიძემ.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)