მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი დაიწყო

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

„მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა). ქართული მანდარინი ექსპორტზე ასევე გავიდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო