პროკურატურა თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თემქაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ნ.-სთვის, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.უ.- სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.ნ.-მ ასევე განზრახ მოკვლის მიზნით ლ.შ.-ს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლ.შ.-მ გაქცევა მოახერხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ნ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა ა.უ.-მ, თუმცა არ შეატყობინა სამართალდამცველებს. ნ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ა.უ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს