გიგი უგულავა - "ოცნებამ" გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ველოდებით, თალაკვაძეს ახალი, უფრო რეალისტური წინადადებებით

ახლა "ქართულმა ოცნებამ" გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად დგება მეორე საკითხი -"თამარ ჟვანიას და მისი ადმინისტრაციის ჩამოშორების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების".

რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, როგორც უგულავა განმარტავს , კოლეგებს გააცნეს გეგმები,რაც ერთიანმა საორგანიზაციო ჯგუფმა მოამზადა. მათ შორის, ისაუბრეს 18 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე.

"ვისაუბრეთ 18 ნოემბერს, 10:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე. მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს - თუ თვლი,რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, გამოდი პროსპექტზე, დადექი შესაბამის სტიკერზე, დაიცავი სოციალური დისტანცია, ხელში დავიჭიროთ ამერიკის დროშა და ერთადერთი პლაკატი წარწერით -"გაყალბებულია". ამ ეტაპზე სხვა, მეტი არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, არანაირი სხვა მოთხოვნა არ შეიძლება იყოს. ერთადერთი ეს არის ფუნდამენტი, რაც გვაერთიანებს. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრეთ და ჩვენს სხვა დანარჩენ კოლეგებს გავაცანით ვინც პირდაპირ არ მონაწილეობს ელჩების მედიაციით გამართულ შეხვედრებზე, რა ვითარებაა, სად ვართ და რა მოლოდინი გვაქვს. ვთვლით, რომ აქაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ აბსოლუტური ერთიანობა აჩვენა და არავინ აპირებს სიყალბეში მინაწილეობას. ეს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა ბოლო შეხვედრაზე. შესაბამისად, ბურთი იმათ მოედანზეა და თუ შემდეგი რაუნდი ჩაინიშნა, ველოდებით, ბატონ თალაკვაძეს ახალი, უფრო რეალისტური წინადადებებით, რომელიც ქვეყანაში რეალურ დუღილს ასახავს და არა, უბრალოდ ივანიშვილის სურვილებს", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა ილაპარაკოს რაც უნდა, ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ მარტო დარჩნეს პარლამენტში,მაგრამ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და დიდი ხანი მაინც ვერ გაძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო