ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილს და „ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა და არ დაგვწვეს

გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს. თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა, არ დაგვწვეს, არ აგვაფეთქეს და თუ ქართველმა ხალხმა თავმოყვარეობა არ დააძინა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების თაობაზე. ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი შემდგომი სტრატეგიის და ნაბიჯების განსაზღვრა იყო, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ სწრაფად შედეგის მიღწევისთვის. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე შეხვედრა კიდევ იქნება.

„ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ დაგვანახოს თითქოს ყველაფერი რიგზეა. უმძიმესი მდგომარეობა აქვს „ქართულ ოცნებას“, უმძიმესი იქნება, თუ შედგება ერთპარტიული პარლამენტი, მით უარესი მისთვის. უმძიმესი უახლოესი პერიოდი ექნება, რომელიც აუცილებლად ახალი არჩევნებით დამთავრდება. გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს. თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა, არ დაგვწვეს, არ აგვაფეთქეს და თუ ქართველმა ხალხმა თავმოყვარეობა არ დააძინა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ იცის, ხმების რა რაოდენობა მოპარეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის