გიგი უგულავა - ხომალდი მიდის და ამ ხომალდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს ერთი რამ, ჩვენ გაერთიანებული ვართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით

მიუხედავად დევიაციებისა - მარცხნივ, მარჯვნივ, ხომალდი მიდის და ამ ხომალდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს ერთი რამ, ჩვენ ამ შემთხვევაში, გაერთიანებული ვართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას აქციაზე ბანერის დემონასტრირებაზე წარწერით "მიშა ჩამოდი".

გიგი უგულავას განმარტებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების არის ის ფუნდამენტი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა პარტია მონაწილეობს.

"ამასთან დაკავშირებით კოლეგებთანაც ვიმუშავეთ და ყოველთვის ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ არის მწვავე საკითხები, რომელშიც განსხვავებებია, ეს საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს. სამართლიანია, თუ უსამართლო, ამ შემთხვევაში, ამაზე არ ვდაობთ, იმიტომ, რომ მთავარი არის ერთობის შენარჩუნება. ერთობის შენარჩუნება შესაძლებელია ძირითად საკითხზე- არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს გვაერთიანებს, ამიტომ რაც არ უნდა გადავიხაროთ მარჯვნივ, მარცხნივ, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ეს, ის, მაგრამ ოპოზიციის ამ ერთობის ოფიციალური ხაზი შედგება შემდეგისგან - ვითხოვთ თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა