სერგი კაპანაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ 17 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები

„ევროპულმა საქართველომ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები. ჯამში „ევროპული საქართველოს” კომისიის 1922 წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ამას იმიტომ აკეთებს, რომ „ქართული ოცნება” არამარტო პარლამენტში დარჩეს მარტო, არამედ “ქართული ოცნების” კომისიის წევრებიც მარტო იყვნენ მეორე ტურის დროს.

„ჩვენ ვნახეთ როგორ პირობებში ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. არც ერთი მოთხოვნა უბნების გადათვლის ან გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა არც ცესკომ, არც საოლქომ და არც სასამართლოებმა. აქედან გამომდინარე ჩვენ, „ევროპული საქართველო” კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ჩვენი ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური, რადგან ეს გზა აარჩია ივანიშვილმა. ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და „ქართულ ოცნებას” მარტო მოუწევს ამ ე.წ. მეორე ტურის ფორმალურად ჩატარება”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა