ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ

დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

„თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს. თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრდცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს