თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის დროს ანა უთიაშვილს ეძინა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანა უთიაშვილის ადვოკატის ლალი ბიწოშვილის განცხადებით, მკვლელობის დროს მას ეძინა.

ადვოკატის თქმითვე, დაჭრილი ლევან შაბურიშვილი სწორედ ბრალდებულის დამსახურებით გადარჩა. ამასთან, ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ანა უთიაშვილი თვითონ დაზარალებულია, მისი ფსიქიკა და მომავალი დანგრეულია.

„ანას ეძინა და გამოიქცა, კარის გაღება დაიწყო, რამდენიმე საკეტით იყო დაკეტილი. დღეს რომ შაბურიშვილი ცოცხალია და ჩვენებას იძლევა, ანა უთიაშვილის დამსახურებაა. ანა მარტო არ დარჩენილა და საგამოძიებო ორგანოებთან ვერანაირად მიაღწევდა",- განაცხადა ბიწოშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებული ანა უთიაშვილი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანშრომლებს.

„ერთი წამითაც არ ვყოფილვარ მარტო, რომ შემძლებოდა, პოლიციას შევატყობინებდი",- განაცხადა უთიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს