ჯანდაცვის მინისტრი - დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ 800-დან 1000 საწოლამდე იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მზად

დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად ჯანდაცვის სექტორს 200-მდე საწოლფონდის დამატება უწევს.

„საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5868, აქედან დღეს წევს 5313 პაციენტი, ტრიაჟში ამ დროისთვის იმყოფება 253 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზენებისთვის და დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად. ყოველდღიური გაწერების რაოდენობა არის 800 პაციენტამდე და ასევე მიღების კოეფიციანტი და პროცენტი ჰოსპიტალიზაციის ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და სიმპტომის მიზეზის დადგენა. ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და ასევე პრობლემის დროული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის ბერკეტი, რითაც დროულად დაუკავშირდებიან ოჯახის ექიმს და ასევე ტესტირების ჩატარების კუთხითად დროულად დაესვათ დიაგნოზი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრი დღის ბოლოსთვის ელოდება, რომ 800-დან 1000 საწოლამდე იქნება მზად

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა