ეკატერინე ტიკარაძე - გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ

გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა ის ჩივილები, რომლების გამოვლენის შემთხვევაშიც პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება და განმარტა, რომ როდესაც ხდება ბრიფინგებზე ჩივილების გაჟღერება, პაციენტების მხრიდან იმატებს არამიზნობრივი გამოძახებები.

„ჩივილები მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ოჯახის ექიმების და სასწრაფო დახმარების მიერ იქნას შესწავლილი. როდესაც ჩვენ ამ ფორმატში ვაჟღერებთ გარკვეულ ჩივილებს, შემდეგ არის რიგი შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივი გამოძახებები ხდება, ვინაიდან მოქალაქეებმა იციან, რა შემთხვევაში შეიძლება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მან აჭარის რეგიონში არსებულ საწოლფონდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც საწოლფონდით დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და მისივე თქმით, იგეგმება აჭარაში საწოლების დამატება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო