თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობისა და თბილისის 10 საოლქო კომისიის შედეგების გაუქმებისა და ხელახალი გადათვლის თაობაზე „ერთიანი საქართველოს” მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

როგორც „ერთიანი საქართველოს” წევრმა, ირაკლი ჭყოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლო ხელმძღვანელობს არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

„ჩვენ გავასაჩივრეთ პროპორციული არჩევნების შეჯამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რაც იყო პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან ამგვარი შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიწეროს მხოლოდ საოლქო კომისიების და სასამართლო გადაწყვეტილებების დასრულების შედეგად. მეორე საჩივარი შედგებოდა ოლქების გასაჩივრებიდან და უბნების ხელახალი გადათვლის მოთხოვნიდან, არცერთ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სასამართლო ხელმძღვანელობს არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალებით”, - აღნიშნა ირაკლი ჭყოიძემ.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

„ჩვენ აუცილებლად წავალთ აპელაციაში, გვინდა დავანახოთ ქართველ მოსახლეობას, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო არის ოკუპირებული და ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს”, - განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!