ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მდგომარეობაა სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით, რადგან იყო შემთხვევები, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა სწორედ სასუნთქი აპარატის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კლინიკების დონეზე არაეფექტურ მართვასთან.

“დღეს პრემიერთან ერთად კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით, სადაც კლინიკებში მეტად უფრო ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ. ეს გულისხმობს შემდეგს - დღეს-დღეობით ქვეყნაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია დაახლოებით 257 პაციენტი. ჟანგბადდამოკიდებულია 937 პაციენტი. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. რეალურად კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან კონსულტაციები გავიარეთ, ამ საკითხებზე შევჯერდით. კლინიკები თავიანთ დონეზე მენეჯმენტს გააუჯობესებენ - სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იმ პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული, ვისაც ეს ესაჭიროება“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია დამეტებითი შესყიდვები და სასუნთქი აპარატები საჭიროების მიხედვით ყველა კლინიკაში გადანაწილდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა