გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, დღეს „ევექსის“, „ჯეო ჰოსპიტალსის“ და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ და დაინტერესდა, რა ახალი საჭიროებების წინაშე დადგებიან კლინიკები დამატებითი რესურსის მობილიზების აუცილებლობის შემთხვევაში.

„კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აქვთ დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შესაძლებლობა, მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამენ. მათივე შეფასებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს არსებული ვითარების უფრო ეფექტურ მართვას და გამოწვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში კლინიკების ხელმძღვანელებისა და ექიმების როლზე, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. ამასთან, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს