კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს, „მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან ევროპელები და პროდასავლელები“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, დროა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ ქმედებებზე გადავიდეს და პატივი სცეს ამომრჩეველის ნებას. კახა კუჭავა არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ე. წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ თავი უნდა შეიკავოს ე. წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომელიც მათ არ უჭერს მხარს.

„21-ე საუკუნეში ვართ და ბოლომდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ ჩვენს მთავარ მისწრაფებებს და ღირებულებებს, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო ოპოზიციიდან რაც გვესმის, ეს არის ბოიკოტირება, ეს არის ქუჩის აქციები, ეს არის „სირცხვილის კორიდორები“. დრო არის ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე. წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომელიც მათ არ უჭერს მხარს, რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო და ახლა ერთადერთი დარჩენიათ - ისევ ქუჩის აქციებით გააგრძელონ ყველაფერი. ამიტომ, მე მოვუწოდებდი ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, იყვნენ თავიანთი ქმედებებითაც ასეთები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს