ჯანმო-ს ხელმძღვანელი - მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს

მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში შაბათს კორონავირუსის 660 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური ზრდაა პანდემიის დაწყების დროიდან. მსოფლიოში კოვიდ 19-ის 54 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 1.3 მილიონს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა