გიგი უგულავა 18 ნოემბრის აქციაზე - ეს იქნება გაბრაზებული, შურაცხყოფილი ადამიანების სიტყვა, გამოხატული ერთ პლაკატზე - „გაყალბებულია“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირამდე სოციალური დისტანციის დაცვით ჯაჭვს გააკეთებენ.

უგულავას განმარტებით, ეს იქნება მდუმარე აქცია, რომლის გზავნილი იქნება - „გაყალბებულია“.

„ყველა მოქალაქე, ვინც მიიჩნევს, რომ გაყალბებულია არჩევნები, იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია მოგწონთ, რომელი ლიდერი მოგწონთ ან პირიქით, გეზიზღებათ, ამას არ ექნება მნიშვნელობა, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი, ვინც ამ სულისკვეთებით ხართ აღვსილი, მოდით, დავდგეთ მდუმარედ სტიკერზე, დავიცვათ სოციალური დისტანციაც. ხელში გვეჭირება ერთადერთი მოთხოვნა - „გაყალბებულია“, ეს არის გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, საერთაშორისო მედიის მიმართ, რომ ჩვენ ვართ ამაყი, თავისუფალი ხალხი, რომელსაც გვართმევენ სახელმწიფოს, გვიყალბებენ არჩევნებს. ეს არის სულისკვეთება, რომელსაც გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა და მიუხედავად ცუდი ამინდისა, სიცივისა, ერთი საათით გადავდოთ ყველაფერი და ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს. შემდეგ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მსვლელობაც იყოს, იმის მიხედვით, იქნება თუ არა შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ეს იქნება გაბრაზებული, შურაცხყოფილი ადამიანების სიტყვა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევანი წაართვეს, გამოხატული ერთ პლაკატზე - გაყალბებულია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა