საქალაქო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ,,რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, მთელი პროცესი, რომელიც საჩივრების და სარჩელების განხილვას ეხებოდა სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და სასამართლომ ისინი ბათილად უნდა ცნოს.

,,დღეს კიდევ ერთხელ ვეცდებით სასამართლოში დავამტკიცოთ ის, რომ არჩევნების შედეგები არის გაყალბებული და სასამართლომ ის უნდა გააუქმოს. მთელი პროცესი, რომელიც ეხებოდა საჩივრების და სარჩელების განხილვას, მიმდინარეობდა სრულიად უკანონოდ. მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმებიც არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და ისინი ბათილად უნდა ცნოს სასამართლომ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი არგუმენტები არის სიმართლე და იმედია, სიმართლის მხარეს რომელიმე მოსამართლე მაინც დადგება”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო