საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებლებს 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიდან აცნობეს, მიმდინარე აქციის ფარგლებში, ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, მომხმარებელს 30 ლიტრ საწვავს გადასცემს.

„მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი.

ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადაზღვევით სარგებლობს.

რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444“, - აღნიშნულია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა