ნიკოლ ფაშინიანი - შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?

შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში შუშიდან 300-ზე მეტი ჩვენი გმირის ცხედარი იქნა გამოყვანილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თუკი ღალატს ჰქონდა ადგილი, უნდა გამჟღავნდეს, მაგრამ ამისთვის მტკიცებულებაა საჭირო.

„წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო? არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გენერლებმა ან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, რომ არ იბრძოლონ შუშისთვის? ვისი ბრძანებით წავიდა და დაეცა ის ხალხი ბრძოლაში? თუ ღალატი მოხდა, უნდა გამჟღავნდეს, მაგრამ ადამიანები მიდიან საგამოძიებო ორგანოებში და ამბობენ: ”არ ვიცი. ჩემი ბიძაშვილი, ან ორი უცნობი ადამიანი მოვიდა, ასეთი რამ თქვა და წავიდა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა